ელექტრონული ეტლები

სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მხოლოდ სტანდარტული ეტლებით უზრუნველყოფს. ზოგიერთი ადამიანისთვის სტანდარტული ეტლით გადაადგილება შეუძლებელია. მათ ელექტრონული ეტლები ესაჭირეოებათ, თუმცა სახელმწიფო ასეთი ტიპის ეტლებით მომარაგების ვალდებულებას თავის თავზე არ იღებს. სახალხო დამცველის აპარატის თანამაშრომლები ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში თანასწორობის პრინციპი ირღვევა. სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფომ გადადგას ყველა ქმედითი ნაბიჯი და თითოეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოს ელექტროსავარძლებით.

ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოში აცხადებენ, რომ ელექტრონული სავარძლები ძვირი ჯდება.

მათი ფასი 1000 $-ის ზემოთაა. ინტერნეტით მოძიებული ეტლების სურათებსაც და ფასებსაც აქ გთავაზობთ:

                                                                                                                                                                                                              

                                                                    1199$                                                                           1449$ Read more of this post

შეცდომა რომელიც ტექსტს ცვლის

ახალ რუბრიკას გთავაზობთ “მედია-თვალსაზრისი”. მასში მიმოვიხილავ ხოლმე იმ გადაცემებს და სტატიებს, რომელიც ჩემი აზრით რაიმე კუთხით არღვევს მკითხველის უფლებებს. შევეცდები განვიხილო ის თემები, რომელიც ხშირად არასწორად შუქდება ხოლმე. რუბრიკაში მოცემული ყველა კრიტიკა, განხილვა თუ შეფასება იქნება სუბიექტური, იმდენად რამდენადაც ეს ჩემი აზრია. ნებისმიერს შეუძლია არ დამეთანხმოს.

პირველი კრიტიკის ობიექტი ჟურნალ ”ლიბერალში” (N 39) გამოქვეყნებული ანა დოლიძის თვალსაზრისია.  რადგანაც ეს სტატია არ ეკუთვნის ჟურნალისტს, არამედ ეს არის თვალსაზრისი იურისტისა, ჟურნალს მგონი საერთოდაც არ ეკისრება პასუხისმგებლობა. Read more of this post

გაფრენილები

ფერდინანდი და ანნე უკვე მეგობრები იყვნენ. მათი მეგობრობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ფერდინანდმა ანნეს, ქუჩის ცუგო სიკვდილს გადაარჩინა. თავისზე ბევრად უფროს ეზოს ბიჭებს ეჩხუბა და საწყალი ძაღლი, რომელსაც წამებას უპირებდნენ ხელიდან გამოგლიჯა.

მანამდე ანნე ფერდინანდს ვერ იტანდა. ფერდინანდი მას სულ წითურ კიკინებს წიწკინიდა და სხვების გასაგონად ”ჭორფლიანოს” ეძახდა.

ახლა, ფერდინანდს, ყოველ დილას იმის ფიქრით ეღვიძება, რომ რაც შეიძლება მალე დააღწიოს სახლს თავი და ეზოში გავარდეს. იცის ანნე ჯერ არ დახვდება, მაგრამ სახლში ყოფნას მაინც ეზოში ლოდინი ურჩევნია. ანნე გამოჩნდება და იწყებენ ათასგვარ თამაშს.

პატარა შტაბი აქვთ. ერთად ააშენეს. შტაბში ათასგვარი ხარახურა უწყვიათ. ზოგი სახლიდან წამოღებული, ზოგიც ეზოში ნაპოვნი. ღამღამობით, ეს შტაბი, თავიანთი ცუგოს თავშესაფარია. ზაფხულია და ყველა ქალაქიდან არის გასული. ეზოში მხოლოდ ანნე და ფერდინანდი დარჩნენ. თუმცა არ ნაღვლობენ. უხარიათ რომ მარტო არიან. ასე უფრო კარგად ერთობიან. Read more of this post

საით მიდის გზა?

საით მიდის გზა?! ამბობენ ჩვენზეა დამოკიდებულიო. ვინც რომელ გზას აირჩევს იმაზე ივლისო.

მართალია, ყველას თავისი გზა აქვს და ყველა თავისი გზით მიდის. ამ გზებსაც  ჩვენ თვითონ ვიქმნით… და თუ ჩვენ ვირჩევთ ან სულაც ვქმნით, პირდაპირ სიარულში  რა გვიშლის ხელს? Read more of this post

ჩუუ, არ ილაპარაკო!

ქალები რომ სხვადასხვა დროში დისკრიმინაციას განიცდიდნენ  ეს სადაო არ არის. შეიძლება ვიკამათოთ დისკრიმინაციის გამომწვევ მიზეზებზე. ვისი ან რისი ბრალია ქალების ჩაგვრა? ამაზე ცოტა მოგვიანებით. მანამდე კი, ქალის როლზე ძველი ბერძნების წარმოდგენებს შეგახსენებთ.

ბერძნები თვლიდნენ, რომ ქალი მამაკაცისთვისაა შექმნილი და მხოლოდ მას უნდა ემორჩილებოდეს.

”თითოეული ადგენს კანონს თავისი ბავშვებისა და ცოლებისათვის” – ამბობდა ჰომეროსი. Read more of this post

შეუზღუდავი შესაძლებლობები

ჩვენ შეგიცვლით წარმოდგენას სამყაროზე

  Read more of this post

იცვლებიან ადამიანები?

ამასწინათ, ერთ ჩემს  ფეისბუქელ ფრენდს ასეთი სტატუსი ჰქონდა – ”არა რა, ადამიანები არ იცვლბიან!”. როგორც სჩანს ამ სიტყვების ავტორს ჰქონდა მიზეზი ამის სამტკიცებლად. მე კიდე, რამდენიმე თვის წინანდელი ჩემი სტაუსი გამახსენდა, რომელიც იგივე პრობლემას ეხებოდა – ”ადამიანები იცვლებიან თუ, ჩვენ გვეცვლება მათზე წარმოდგენები?”. ამის პასუხად, მაშინ მითხრეს, ადამიანები არ იცვლებიან და მხოლოდ ჩვენი წარმოდგენა იცვლება მათზეო. თუმცა მგონია, საქმე ასე მარტივად არ არის. ერთ საინტერესეო ისტორიას წავაწყდი. ისტორია და ვინჩის ”საიდუმლო სერობაზეა”. რატომღაც ამ ამბავს დავუკავშირე და აქაც მოვყვები: Read more of this post

ერთი სურათის ისტორია

მათ არც უფიქრიათ, თუ რაა უკვდავება. ისინი უკვდავებად იბადებიან, თუ შემდეგ ყალიბდებიან, ეს კაცმა არ იცის. ფაქტი ისაა, რომ ისინი თავიდანვე შერჩეული არიან უკვდავებას, ისინი აღარ ფიქრობენ ამის შესახებ. რაც არ უნდა შორი გზა გაიარონ, ანდა შორი გზა ჰქონდეთ გასავლელი, ისინი არაფრად ჩააგდებენ ამას, რადგან მათ ახასიათებთ ყველაზე ძვირფასი თვისება – მათ შეუძლიათ ფრენა… და არა მილიმეტრობით გადაადგილება.

გურამ დოჩანაშვილი

”წმინდა იერონიმე” იმ ოთხ ნაწარმოებს შორისაა, რომლთაც უდაოდ ლეონარდო და ვინჩის ფუნჯს მიაკუთვნებენ. ის მხატვარმა  1480-1482 წლებში ფლორენციის სააბატოს საკურთხევლისთვის შექმნა. ამ დაუსრულებელ სურათს, სხვა სურათებზე არანაკლები თავგადასავალი აქვს. ვიდრე ის, ნაპოლეონ ბონაპარტის ბიძას – კარდინალ ფესის ჩაუარდებოდა ხელში, მის ერთ-ერთ ფრაგმენტს ხარაზი დასაჭედებელ დაფად იყენებდა. ამით ხსნიან მის დაზიანებებსაც.

სურათის ცენტრში გამოსახულია მონანიე წმინდანი, რომლის ფერხთითაც ლომი წევს. გარშემო უდაბნოს პეიზაჟი და ბნელი მღვიმეა. წმინდანს მავედრებელი სახე მარცხნივ აქვს გადაგდებული, გაშლილ მარჯვენაში გულში ჩასარტყმელად მომზადებული ქვა უჭირავს. მეორე ხელი კი ტუნიკზე აქვს მოკიდებული. მკერდის ფიცარი თვითგვემისგან ჩალულურჯებია. Read more of this post

ჩვენი დროის ”კარმენები”

”შენ კი, გენაცვა, ხეირიანად წერა, ან კითხვა, ანდა ციფრები მაინც გესწავალა, თუმც, რა ჯანდაბად გინდოდა, თორემ კი, ისეც მშვენივრად მოგეხსენებოდა შენ-შენი უარყოფითი, მზაკვრული საქმე, და ძლიერ მიკვირს, ბნელით მოსილი, ისე ძალინ როგორ ჩახჩახებდი, დიადმა ხელმა ვრცელი მოთხრობა დაწერა შენზე, მაშინ როდესაც რამდენ უბიწო ქალთა სქესისი წარმომადგენელს შეცდომითი დეპეშაც კი არ ღირსებია, ის კი არა და, გადასარევი ოპერაც კი შეგვითხზეს შენზე, მაშინ, როდესაც რამდენ დადებით კარგ ოჯახიშვილს აბღავლებული გლახა სიმღერაც კი არ სმენია, რა ნახეს მაინც შენში ისეთი, მაგრამ მიყვარხარ. მტკივიხარ, კარმენ, იმაზედაც კი შევკრთები ხოლმე, ფეხშიშველა რომ თავისუფლად დაშტრიგინებდი, არ შეგსობოდა ბოროტი ხიწვი.
ის ბოლო დანა, ძაან გეტკინა?..”

გურამ დოჩანაშვილი

”ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,
განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს?
მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი
სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე…”

ანა კალანდაძე

მათ ყველგან შეიძლება გადაეყაროთ. ისინი ჯგუფ-ჯგუფად მოძრაობენ. ზურგზე მოგდებული საქონლით დატვირთული ჩანთებით. ხმამაღალი სიცილით ან ჩხუბით გადაადგილდებიან. არ ერიდებიან გარშემომყოფებს. ცხოვრობენ ისე, როგორც თავად მოსწონთ, არად დაგიდევენ სხვის აზრს.

 – Дай руку, погадаю!-ს ძახილით აგედევნებიან, უარის თქმის შემთხვევაში მოგაწყევლიან. შესაძლოა თმაც ჩამოგგლიჯონ, იმ იმედით, რომ ფულის გადახდის სანაცვლოდ მის დაბრუნებას შეეცდებით.

– შენი თვალების ჭირიმე ორი კაპიკი გექნებაო – კისრის გამოწევით შეგეხვეწებიან.  თუ მიეცი, ღმერთი დაგლოცავს და გაგახარებსო დაგადევნებენ. Read more of this post

ბაგრატიონები – მესიის მახვილნი

თავადაზნაურებმა (აქვე, აღვნიშნავ, რომ აღოსალეთ საქართველოში ბატონყმობა 1864 წლის 28 ოქტომბერს გაუქმდა, ხოლო დასავლეთ საქართველოში 1865 წელს) საქართველოს სამეფო ტახტის ახალი მემკვიდრის ძიება დაიწყეს.  დავით ბაგრატიონ-მუხრასკისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის დაშორების შემდეგ, ისტორიკოსებს და მონარქის მსურველებს,  სამეფო ტახტის მემკვიდრეების ახალი კანდიდატები ჰყავთ. ბაგრატონთა იმერეთის შტოს შთამომავალი, თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითში მცხოვრები ირაკლი ბაგრატიონი ამბობს, რომ მონარქიის აღდგენა ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. აღდგენის შემთხვევაში დარწმუნებულია, რომ ის იმერეთის ბაგრატიონთა შტოს ერთადერთი მემკვიდრეა. თუმცა ისტორიკოსებშიც და თავადაზნაურებშიც მემკვიდრეთა შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. იმის მიუხედავად, რომ მონარქიის აღდგენის იდეა საქართველოს ეკლესიიდან მომდინარეობს, ამჟამად საპატრიარქო დუმს.
აზრთა სხვადასხვაობაზე მნიშვვნელოვნად მიმაჩნია, მიზეზები, რამაც ორი საუკუნის შემდეგ, მონარქიის (თუნდაც ფორმალურის) და მონარქის აუცილებლობის იდეა წამოსწია – XXI-ე საუკუნეში, რომელის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად თანასწორობა და თანაბარუფლებიანობა ითვლება. Read more of this post