ერთი სურათის ისტორია

მათ არც უფიქრიათ, თუ რაა უკვდავება. ისინი უკვდავებად იბადებიან, თუ შემდეგ ყალიბდებიან, ეს კაცმა არ იცის. ფაქტი ისაა, რომ ისინი თავიდანვე შერჩეული არიან უკვდავებას, ისინი აღარ ფიქრობენ ამის შესახებ. რაც არ უნდა შორი გზა გაიარონ, ანდა შორი გზა ჰქონდეთ გასავლელი, ისინი არაფრად ჩააგდებენ ამას, რადგან მათ ახასიათებთ ყველაზე ძვირფასი თვისება – მათ შეუძლიათ ფრენა… და არა მილიმეტრობით გადაადგილება.

გურამ დოჩანაშვილი

”წმინდა იერონიმე” იმ ოთხ ნაწარმოებს შორისაა, რომლთაც უდაოდ ლეონარდო და ვინჩის ფუნჯს მიაკუთვნებენ. ის მხატვარმა  1480-1482 წლებში ფლორენციის სააბატოს საკურთხევლისთვის შექმნა. ამ დაუსრულებელ სურათს, სხვა სურათებზე არანაკლები თავგადასავალი აქვს. ვიდრე ის, ნაპოლეონ ბონაპარტის ბიძას – კარდინალ ფესის ჩაუარდებოდა ხელში, მის ერთ-ერთ ფრაგმენტს ხარაზი დასაჭედებელ დაფად იყენებდა. ამით ხსნიან მის დაზიანებებსაც.

სურათის ცენტრში გამოსახულია მონანიე წმინდანი, რომლის ფერხთითაც ლომი წევს. გარშემო უდაბნოს პეიზაჟი და ბნელი მღვიმეა. წმინდანს მავედრებელი სახე მარცხნივ აქვს გადაგდებული, გაშლილ მარჯვენაში გულში ჩასარტყმელად მომზადებული ქვა უჭირავს. მეორე ხელი კი ტუნიკზე აქვს მოკიდებული. მკერდის ფიცარი თვითგვემისგან ჩალულურჯებია. Read more of this post

Follow

Get every new post delivered to your Inbox.