ჩვენი დროის ”კარმენები”

”შენ კი, გენაცვა, ხეირიანად წერა, ან კითხვა, ანდა ციფრები მაინც გესწავალა, თუმც, რა ჯანდაბად გინდოდა, თორემ კი, ისეც მშვენივრად მოგეხსენებოდა შენ-შენი უარყოფითი, მზაკვრული საქმე, და ძლიერ მიკვირს, ბნელით მოსილი, ისე ძალინ როგორ ჩახჩახებდი, დიადმა ხელმა ვრცელი მოთხრობა დაწერა შენზე, მაშინ როდესაც რამდენ უბიწო ქალთა სქესისი წარმომადგენელს შეცდომითი დეპეშაც კი არ ღირსებია, ის კი არა და, გადასარევი ოპერაც კი შეგვითხზეს შენზე, მაშინ, როდესაც რამდენ დადებით კარგ ოჯახიშვილს აბღავლებული გლახა სიმღერაც კი არ სმენია, რა ნახეს მაინც შენში ისეთი, მაგრამ მიყვარხარ. მტკივიხარ, კარმენ, იმაზედაც კი შევკრთები ხოლმე, ფეხშიშველა რომ თავისუფლად დაშტრიგინებდი, არ შეგსობოდა ბოროტი ხიწვი.
ის ბოლო დანა, ძაან გეტკინა?..”

გურამ დოჩანაშვილი

”ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,
განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს?
მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი
სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე…”

ანა კალანდაძე

მათ ყველგან შეიძლება გადაეყაროთ. ისინი ჯგუფ-ჯგუფად მოძრაობენ. ზურგზე მოგდებული საქონლით დატვირთული ჩანთებით. ხმამაღალი სიცილით ან ჩხუბით გადაადგილდებიან. არ ერიდებიან გარშემომყოფებს. ცხოვრობენ ისე, როგორც თავად მოსწონთ, არად დაგიდევენ სხვის აზრს.

 - Дай руку, погадаю!-ს ძახილით აგედევნებიან, უარის თქმის შემთხვევაში მოგაწყევლიან. შესაძლოა თმაც ჩამოგგლიჯონ, იმ იმედით, რომ ფულის გადახდის სანაცვლოდ მის დაბრუნებას შეეცდებით.

- შენი თვალების ჭირიმე ორი კაპიკი გექნებაო – კისრის გამოწევით შეგეხვეწებიან.  თუ მიეცი, ღმერთი დაგლოცავს და გაგახარებსო დაგადევნებენ. Read more of this post

Follow

Get every new post delivered to your Inbox.