შეცდომა რომელიც ტექსტს ცვლის
20/07/2010 3 Comments
გადავწყვიტე, რუბრიკა გავაკეთო მედიაზე. ამ რუბრიკაში მიმოვიხილავ ხოლმე იმ გადაცემებს და სტატიებს, რომელიც ჩემი აზრით რაიმე კუთხით არღვევს მკითხველის უფლებებს. შევეცდები განვიხილო ის თემები, რომელიც ხშირად არასწორად შუქდება ხოლმე. რუბრიკაში მოცემული ყველა კრიტიკა, განხილვა თუ შეფასება იქნება სუბიექტური, იმდენად რამდენადაც ეს ჩემი აზრია. ნებისმიერს შეუძლია არ დამეთანხმოს.
პირველი კრიტიკის ობიექტი ჟურნალ ”ლიბერალში” (N 39) გამოქვეყნებული ანა დოლიძის თვალსაზრისია. წინასწარ აღვნიშნავ, რომ ”ლიბერალი” ეს ის ერთ-ერთი ჟურნალია, რომელიც ყველაზე ნაკლებად იმსახურებს კრიტიკას. რადგანაც ეს სტატია არ ეკუთვნის ჟურნალისტს, არამედ ეს არის თვალსაზრისი იურისტისა, ჟურნალს მგონი საერთოდაც არ ეკისრება პასუხისმგებლობა. Read more of this post



ბოლო კომენტარები