ელექტრონული ეტლები

სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მხოლოდ სტანდარტული ეტლებით უზრუნველყოფს. ზოგიერთი ადამიანისთვის სტანდარტული ეტლით გადაადგილება შეუძლებელია. მათ ელექტრონული ეტლები ესაჭირეოებათ, თუმცა სახელმწიფო ასეთი ტიპის ეტლებით მომარაგების ვალდებულებას თავის თავზე არ იღებს. სახალხო დამცველის აპარატის თანამაშრომლები ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში თანასწორობის პრინციპი ირღვევა. სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფომ გადადგას ყველა ქმედითი ნაბიჯი და თითოეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოს ელექტროსავარძლებით.

ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოში აცხადებენ, რომ ელექტრონული სავარძლები ძვირი ჯდება.

მათი ფასი 1000 $-ის ზემოთაა. ინტერნეტით მოძიებული ეტლების სურათებსაც და ფასებსაც აქ გთავაზობთ:

                                                                                                                                                                                                              

                                                                    1199$                                                                           1449$ Read more of this post

საით მიდის გზა?

საით მიდის გზა?! ამბობენ ჩვენზეა დამოკიდებულიო. ვინც რომელ გზას აირჩევს იმაზე ივლისო.

მართალია, ყველას თავისი გზა აქვს და ყველა თავისი გზით მიდის. ამ გზებსაც  ჩვენ თვითონ ვიქმნით… და თუ ჩვენ ვირჩევთ ან სულაც ვქმნით, პირდაპირ სიარულში  რა გვიშლის ხელს? Read more of this post

ჩუუ, არ ილაპარაკო!

ქალები რომ სხვადასხვა დროში დისკრიმინაციას განიცდიდნენ  ეს სადაო არ არის. შეიძლება ვიკამათოთ დისკრიმინაციის გამომწვევ მიზეზებზე. ვისი ან რისი ბრალია ქალების ჩაგვრა? ამაზე ცოტა მოგვიანებით. მანამდე კი, ქალის როლზე ძველი ბერძნების წარმოდგენებს შეგახსენებთ.

ბერძნები თვლიდნენ, რომ ქალი მამაკაცისთვისაა შექმნილი და მხოლოდ მას უნდა ემორჩილებოდეს.

”თითოეული ადგენს კანონს თავისი ბავშვებისა და ცოლებისათვის” – ამბობდა ჰომეროსი. Read more of this post

შეუზღუდავი შესაძლებლობები

ჩვენ შეგიცვლით წარმოდგენას სამყაროზე

  Read more of this post

იცვლებიან ადამიანები?

ამასწინათ, ერთ ჩემს  ფეისბუქელ ფრენდს ასეთი სტატუსი ჰქონდა - ”არა რა, ადამიანები არ იცვლბიან!”. როგორც სჩანს ამ სიტყვების ავტორს ჰქონდა მიზეზი ამის სამტკიცებლად. მე კიდე, რამდენიმე თვის წინანდელი ჩემი სტაუსი გამახსენდა, რომელიც იგივე პრობლემას ეხებოდა - ”ადამიანები იცვლებიან თუ, ჩვენ გვეცვლება მათზე წარმოდგენები?”. ამის პასუხად, მაშინ მითხრეს, ადამიანები არ იცვლებიან და მხოლოდ ჩვენი წარმოდგენა იცვლება მათზეო. თუმცა მგონია, საქმე ასე მარტივად არ არის. ერთ საინტერესეო ისტორიას წავაწყდი. ისტორია და ვინჩის ”საიდუმლო სერობაზეა”. რატომღაც ამ ამბავს დავუკავშირე და აქაც მოვყვები: Read more of this post

ბაგრატიონები – მესიის მახვილნი

თავადაზნაურებმა (აქვე, აღვნიშნავ, რომ აღოსალეთ საქართველოში ბატონყმობა 1864 წლის 28 ოქტომბერს გაუქმდა, ხოლო დასავლეთ საქართველოში 1865 წელს) საქართველოს სამეფო ტახტის ახალი მემკვიდრის ძიება დაიწყეს.  დავით ბაგრატიონ-მუხრასკისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის დაშორების შემდეგ, ისტორიკოსებს და მონარქის მსურველებს,  სამეფო ტახტის მემკვიდრეების ახალი კანდიდატები ჰყავთ. ბაგრატონთა იმერეთის შტოს შთამომავალი, თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითში მცხოვრები ირაკლი ბაგრატიონი ამბობს, რომ მონარქიის აღდგენა ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. აღდგენის შემთხვევაში დარწმუნებულია, რომ ის იმერეთის ბაგრატიონთა შტოს ერთადერთი მემკვიდრეა. თუმცა ისტორიკოსებშიც და თავადაზნაურებშიც მემკვიდრეთა შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. იმის მიუხედავად, რომ მონარქიის აღდგენის იდეა საქართველოს ეკლესიიდან მომდინარეობს, ამჟამად საპატრიარქო დუმს.
აზრთა სხვადასხვაობაზე მნიშვვნელოვნად მიმაჩნია, მიზეზები, რამაც ორი საუკუნის შემდეგ, მონარქიის (თუნდაც ფორმალურის) და მონარქის აუცილებლობის იდეა წამოსწია – XXI-ე საუკუნეში, რომელის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად თანასწორობა და თანაბარუფლებიანობა ითვლება. Read more of this post

უცნაური ფრინველი

დილიდან ვფიქრობ რა დავწერო და ვერაფერით მოვიფიქრე. მუზა ”გამიწყრა-თქო”, ბოლოს დავასკვენი. მუზაზე ფიქრმა ისე შემიყოლია, გადავწყიტე, ამ უკანასკნელზე შემექმნა პოსტი.

მყისვე გამიჩნდა კითხვებიც: რა არის მუზა? საერთოდ არსებობს ის, ან თუ არსებობს ხორცშესხმულია თუ  უხორცო?

ვიდრე ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდებოდე, მანამდე მოკლე ექსკურსი ბერძნული მითოლოგიიდან: Read more of this post

დაბრუნება

უკვე მერამდენედ ვქმნი ახალ ბლოგს. იმ მიზეზით, რომ ძველი აღარ მომწონს. ერთი კვირის შემდეგ, როცა ჩემს პოსტებს ვკითხულობ, აღმოვაჩენ ხოლმე, რომ დღეს სულაც აღარ ვფიქრობ ისე, როგორც გუშინ ან გუშინწინ ვფიქრობდი. მერე ვშლი ძველ პოსტებს ან ვაუქმენ ბლოგს, ისევ ხელახლა ვქმნი და მალე იმასაც ვშლი. ასე გრძელდება მუდმივად. დღეს გადავწყვიტე (ყოველ ჯერზე ასე გადავწყვეტ ხოლმე, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებას აღარ შევიცვლი  :)  ), რომ საბოლოოდ დავფუძნდე ამ ბლოგზე. მარტივი გამოსავალი ვიპოვე – ძველ პოსტებს აღარ წავიკითხავ ხოლმე. მხოლოდ კომენტარებს გადავავლებ თვალს. იმედია, ფუძის ანგელოზი შემეწევა, ჩემი პირობის შესრულებაში :) . მოკლედ ასე, ეს პოსტი ჩემს დაბრუნებას ეძღვნება. ვისაც არ დაგეზარებათ შემომიარეთ ხოლმე. ვეცდები ”გემრიელი” პოსტებით გაგიმასპინძლდეთ. :)

Follow

Get every new post delivered to your Inbox.