ჩემ შესახებ
ამ პოსტის დაწერა ყველაზე რთულია. შენიშვნა რომ არ მიმეღო კიდევ დიდხანს იქნებოდა დაუწერელი.
საკუთარი თავის შესახებ მხოლოდ მშრალი ინფორმაცია შემიძლია მოგაწოდოთ. მოკლედ, დავიწყე:
”თავისუფალი სივრცის” ავტორი გახლავართ მე - თიკო ნერგაძე. ახლა უკვე 20 წლის ვარ. ამ ბლოგზე პირველად რომ დავპოსტე 19 – ის ვიყავი. ვსწავლობ ილიაუნიში – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულებაზე. თავიდან პოლიტოლოგია მიტაცებდა და საბოლოო პროფესიად საერთაშორისო ურთიერთობებს ვფიქრობდი. ახლა გადავწყვიტე, რომ სოციოლოგობა მინდა. მეორად პროფესიად – ჟურნალისტიკა მაქვს. ეს ის არის, რაც ცვლილებას არ ექვემდებარება.
ახლა რაც შეეხება ბლოგს: ”თავისუფალი სივრცე” ჩემი პირველი ბლოგი არ არის. დანარჩენები წავშალე იმიტომ, რომ მგონი ცოტა გავიზარდე და ისე აღარ ვფიქრობ, როგორც ძველ პოსტებში მეწერა. ამ ბლოგს არ წავშლი (ვტყუი, შეიძლება წავშალო
). ასე რომ, თუ მოგეწონებათ შეგიძლიათ შემოაიაროთ ხოლმე. ამ ბლოგზე ცოტ-ცოტა ყველაფერს წააწყდებით.
თუ რამე კითხვა გექნებათ, შენიშვნა ან რჩევა შეგიძლიათ მომწეროთ აქ: t.nergadze@gmail.com ან აქ: notespost@yahoo.com


მომწონს
სულ მინდა დავწერო აქ რამე, მაგრამ ვერასდროს მოვაბი თავი. არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი.
ვიცი, რომ პირველი ამას კითხულობენ, ამიტომ ალბათ მალე გამოვასწორებ.
მომეწონა რაც წავიკითხე და ამიტომ დავინტერესდი ავტორით
როგორ უყურებთ საქართველოში მონარქიის აღდგენას?
თუ თქვენ გულისხმობთ ფორმალურ მონარქიას, მიმაჩნია, რომ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ვარჩინოთ, მონარქი, რომელსაც არავითარი ფუნქცია არ ექნება. თუ ლაპარაკობთ აბსოლუტურ მონარქიაზე, ამის ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ და არც კი განვიხილავ