ჩუუ, არ ილაპარაკო!
06/07/2010 9 Comments
ქალები რომ სხვადასხვა დროში დისკრიმინაციას განიცდიდნენ ეს სადაო არ არის. შეიძლება ვიკამათოთ დისკრიმინაციის გამომწვევ მიზეზებზე. ვისი ან რისი ბრალია ქალების ჩაგვრა? ამაზე ცოტა მოგვიანებით. მანამდე კი, ქალის როლზე ძველი ბერძნების წარმოდგენებს შეგახსენებთ.
ბერძნები თვლიდნენ, რომ ქალი მამაკაცისთვისაა შექმნილი და მხოლოდ მას უნდა ემორჩილებოდეს.
”თითოეული ადგენს კანონს თავისი ბავშვებისა და ცოლებისათვის” – ამბობდა ჰომეროსი.
არისტოტელე კი – ქალების ყოფას მამაკაცთა ”ქვეშევრდომობაში”, შინაური ცხოველების მდგომარეობას ადარებდა:
”შინაური ცხოველები სჯობნიან გარეულებს, ამიტომ უკეთესია, რომ მათ ადამიანები ხელმძღვანელობდეთ, რადგან ამით ისინი თავს გადაირჩენენ. ასევეა მამაკაცი, თავისი ბუნებით ის ქალზე უფრო ძლიერია. ქალი კი სუსტია, ამიტომ პირველი ხელმძღვანელია, მეორე დაქვემდებარებული”. არისტოტელეს აზრით, ქალი იმდენად არის გონიერი და სათნო, რამდენადაც ის ქალია.
სოფოკლეს მიაჩნდა, რომ ქალის ყველაზე დიდი მშვენიერება სიჩუმეა.
ქალებმა მგონი ზედმეტად შეითვისეს და გაითავისეს ეს სიჩუმე.
”ლიბერალის” ვებგვერდზე კვლევაა გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც ქალები ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში ამართლებენ. ასე იქცევა ქალთა 34.1%.
არადა, გვიმტკიცებენ, XXI საუკუნე თანასწორობისა და თანაბარუფლებიანობის საუკუნეაო. თუმცა ვერავის დაადანაშაულებ. ყოველი მესამე ქალი თავად ამართლებს ძალადობას. პრობლემაც სწორედ ეს არის.



,,სოფოკლეს მიაჩნდა, რომ ქალის ყველაზე დიდი მშვენიერება სიჩუმეა.” – იოოოოო სოფოკლე მაგარი კაცია
ხოდა ეხლა შევამჩნიე რო ბლოგზე შენნაირი თემა მიყენია
ხო, ჩემნაირია
შენი კომენტარის პირველ ნაწილს ჩუმად ვტოვებ
აუ ეს მაგარი კვლევა იყო
))
უფრო სწორად, მაგარი შედეგი
სამსახურში ბევრი ვიცინეთ მაგ 34%-ზე
ანუ ჩაგვრაზე
ვისი ან რისი ბრალია ქალების ჩაგვრა? – თვითონ კვლევის შედეგი აჩვენებს ვისი და რისი ბრალიცაა, მეტის თქმა აღარ მივიჩნიე საჭიროდ
აფსოლუტურად ყველაფერი ჩაკეტილი აზროვნების და განივითარებლობის შედეგია, ხოოდა, კარგს შვრება ლიბერალი, აბირტებსა და მუტრუკ ქმრებზე რომ წერს, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ეგ ვიღაცეების პრობლემაა და არა ჩემი ან შენი (იმედია
ანუ ყველამ თვითონ უნდა გაიაზროს რომ ცემა არ არის მაგარი კაცობა, ეჭვიანობა სიყვარული და ა.შ.
იცი რატომ ვფიქრობ რომ ყველას პრობლემაა? იმიტომ, რომ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც თვითონ ქალების 34,1 პროცენტს მიაჩნია, რომ უნდა სცემონ.
34 პროცენტი ცოტა არაა
ჰო, ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება გენდერული თანასწორობისკენ ზუსტად დანარჩენი ქალები არიან, რომლებიც გუყლმოდგინედ იცავენ გენდერულ სტერეოტიპებს და მის დამრღვევებსაც გულმოდგინედ ესხმიან თავს.
) გამოხატავს არა ქალების პოზიციას, არამედ ტიპიურ პატრიარქალურ დისკურსს, რომლის შეთვისება-გათავისებითაც ინდივიდის დონესე მას პატრიარქალურ საზოგადოებაში არსებული ქალისთვის განკუთვნბილი მაქსიმალურად პრესტიჟული ადგილი შეუძლია დაიკავოს.
მაგრამ ეს ქალთა არასოლიდარული ბუნების გამო არ ხდება. უბრალოდ ქალების ეგ 34% (რომელიც რატომღაც მეჩვენება რომ გაცილებით გაიზრდება თუ ამ კვლევას რეგიონებში გადავიტანთ, განსაკუთრებით სამეგრელოს მიართულებით