იცვლებიან ადამიანები?

ამასწინათ, ერთ ჩემს  ფეისბუქელ ფრენდს ასეთი სტატუსი ჰქონდა - ”არა რა, ადამიანები არ იცვლბიან!”. როგორც სჩანს ამ სიტყვების ავტორს ჰქონდა მიზეზი ამის სამტკიცებლად. მე კიდე, რამდენიმე თვის წინანდელი ჩემი სტაუსი გამახსენდა, რომელიც იგივე პრობლემას ეხებოდა - ”ადამიანები იცვლებიან თუ, ჩვენ გვეცვლება მათზე წარმოდგენები?”. ამის პასუხად, მაშინ მითხრეს, ადამიანები არ იცვლებიან და მხოლოდ ჩვენი წარმოდგენა იცვლება მათზეო. თუმცა მგონია, საქმე ასე მარტივად არ არის. ერთ საინტერესეო ისტორიას წავაწყდი. ისტორია და ვინჩის ”საიდუმლო სერობაზეა”. რატომღაც ამ ამბავს დავუკავშირე და აქაც მოვყვები:

და ვინჩს ”საიდუმლო სერობის” ხატვა გაუგრძელდა. ყველაფერი დახატული ჰქონდა ქრისტეს და იუდას გარდა. სურათის დასრულება დროში იწელებოდა, რაგდან ვერაფრით გადაწყვიტა როგორები უნდა ყოფილიყვნენ ქრისტე და იუდა. ბოლოს იფიქრა, მოვძებნი ისეთ ადამიანს, რომლსაც ქრისტესავით ნათელი სახე ექნება და მეორე ისეთ ტიპაჟს რომლის გარეგნობაც იუდას ბოროტებას გამომხატავსო. ქრისტეს ტიპაჟს ადვილად მიაგნო. ერთი მომღერალი, თავის მსახურებს სცენიდან ჩამოაყვანინა და დასახატად სახელოსნოში წაიყვანა. რამდენიმე წელი ისე გავიდა ”იუდა” ვერ იპოვა. სამი წლის შემდეგ, ქუჩაში მთვრალ, ბინძურ, ნაადრევად დაბერებულ მძინარე კაცს გადააწყდა. მხატვარს, ის, იუდას ტიპაჟისთვის მოეწონა და თანაშემწეებს ასე დაძინებული ეკლესიაში მიაყვანინა. როდესაც ნახატზე მუშაობა დაასრულა, მის მოდელსაც გაეღვიძა. მათხოვარმა ნახატს შეხედა და ლეონარდოს უთხრა: – ეს ნახატი მე მინახავს! – კი მაგრამ, სად?. – გაუკვირდა და ვინჩს. – სამი წლის წინ სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა… ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენაო.

მოკლედ ასე, სამ წელიწადში ”ქრისტე” ”იუდად” იქცა.

ზოგი (ალბათ ჩემი ფეისბუქელი ფრენდის მსგავსად) თვლის, რომ ადამიანები კი არ იცვლებიან იშიფრებიან მაშინ, როცა არჩეულ როლს უნიჭოდ ასრულებენ. დიუმას კი უთქვამს, ადამიანის შეცვლა მისი ბებიის შეცვლით უნდა დაიწყოო.  :)

9 Responses to იცვლებიან ადამიანები?

  1. Qilipa says:

    აუ რამდენი ხანია ასეთი ჟრუანტელი არ მქონია კითხვის დროს… მართლა 20 წამამდე გაგრძელდა… ძალიან მაგარი ამბავი იყო, არ მქონდა გაგონილი… მე კი მგონია რომ ადამიანები იცვლებიან!

  2. notespost says:

    ეს ისტორია რომ წავიკითხე მეც გამაჟრჟოლა :) :*

  3. guelaone says:

    თიკო მომეწონა… ყოჩაღ!

  4. kevana says:

    ორივეა ერთად.. ჩვენი წარმოდგენაც იცვლება და ადამიანიც იცვლება.. ადამიანი რომ არ იცვლებოდეს, ეს იქნებოდა კატასტროფა, სიკვდილი, ზომბირება…

    მაგრამ გააჩნია რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ ადამიანი იცვლებაო…

    საინტერესო თემაა ;)

    • notespost says:

      მართალია, შესაძლოა ვისაუბროთ როგორც ადამიანის შეხედულებებისა და ღირებულებების ცვალებადობაზე, ასევე მისი შინაგანი ბუნების, ხასიათსა და ზნის ცვლილებაზე. ამ შემთხევაში, ადამიანის შინაგან ბუნებას ვგულისხმობდი, თუმცა მესმის, რომ ადამიანის ბუნება და ღირებულებები ერთმანეთთან კავშირშია. :)

  5. keeshaa says:

    მე მაინც ვთვლი, რომ ყველა ადამიანს შეუძლია უფრო და უფრო უკეთესი გახდეს :) ალბათ ეს ასაკის მატებასთან ერთად მოდის …

  6. notespost says:

    შესაძლოა :)

  7. Zurriuss says:

    ვიცოდი ეგ ისტორიაც და ისიც ვიცი, რომ მაგრად ვარ შეცვლილი. ასე რომ, საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვი, რომ ადამიანები იცვლებია. შესაბამისად იცვლებიან მათი წარმოდგენებიც სხვაზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.